20 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
„ივანიშვილმა სასამართლოს დამოუკიდებლობა დაასამარა"- სერგო რატიანი

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის განცხადებასა და სამაუწყებლო კომპანიის ირგვლივ შექმნილ ვითარებას პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ.

ოპოზიციაში ხელისუფლების გავლენაზე საუბრობენ. მათთვის ძალისმიერი მეთოდით რუსთავი 2-ის მუშაობისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა მიუღებელია.

„ივანიშვილმა სასამართლოს დამოუკიდებლობა დაასამარა. მას სურს, რუსთავი 2-ზე ძალისმიერი მეთოდებით იერიში მიიტანოს და ამითი სიტყვის თავისუფლება დაასრულოს,“-განაცხადა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სერგო რატიანმა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ისინი რუსთავი 2-სა და სიტყვის თავისუფლებას აუცილებლად დაიცავენ.

ახალი მემარჯვენეების პოლიტიკური მდივანი, მანანა ნაჭყებია ამბობს, რომ თუ ხელისუფლება სპეცდანიშულების რაზმის მობილიზებას გააკეთებს, ეს ძალიან ცუდი იქნება.

ნიკა გვარამიამ გუშინ საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას სამაუწყებლო კომპანიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. გვარამია არ გამორიცხავს, რომ რუსთავი 2-ის ეზოში სპეცდანიშნულების რაზმი შემოვიდეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები