
ეგეოსის ზღვაში მიწისქვეშა ბიძგები არ წყდება. ადგილობრივი დროით 22:05 საათზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს განმარტებით, ეპიცენტრი მიწის ქვეშ 7 კილომეტრი სიღრმეზე მდებარეობდა.
ეგეოსის ზღვაში უკვე ორ კვირაზე მეტია მიწისქვეშა ბიძგები არ წყდება. მიწისძვრების გამო, საბერძნეთში, კუნძული სანტორინი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა.