18 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გვიან ღამით მოინახულეს

კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე, გვიან ღამით სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა.

მისი თქმით, დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარება დამაკმაყოფილებელია და მათ ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებათ. თუმცა, ომბუდსმენის აპარატი სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას მოითხოვს.

ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე, რომლებიც შიმშილობენ, მათზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ განაცხადეს.

ირაკლი ფირცხალავას მეუღლე ამბობს, რომ მსჯავრდებულის წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც არ გამორიცხავს.  

ირაკლი ფირცხალავაზე ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ ცოტა ხნის წინ მის ოჯახს ამავე საპატიმროში მყოფმა ასევე ყოფილმა მაღალჩინოსანმა გიორგი ცააძემ აცნობა.

დღის ამბები