18 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ორენოვანი მასწავლებლების კონკურსი დაიწყო

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ორენოვანი მასწავლებლების კონკურსი დაიწყო. ალექსანდრე ჯეჯელავამ მოსწავლეებს პროგრამა, შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ერთად გააცნო. კონკურსის შედეგად შერჩეული პედაგოგები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გადანაწილდებიან.

„განათლების სფეროში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეთნიკური უმცირესობების განათლების ხარისხი სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქართულენოვანი განათლების ხარისხს,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე იყოს თანასწორი და ჩართული ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

დღის ამბები