18 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
სკანდალი ბოდბის გამგებლის გარშემო - ხუნაშვილების ოჯახი მიწის უკანონოდ ჩამორთმევაზე საუბრობს

ბოდბის გამგებელს ალექსანდრე კოჭლამაზაშვილს, ადგილობრივი ოჯახი მიწის უკანონოდ ჩამორთმევაში ადანაშაულებს. კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, ტერიტორიით, რომელსაც მარჩენალ დაკარგული ხუნაშვილების ოჯახი 20 წლის განმავლობაში ამუშავებდა და მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო, ადგილობრივი ეკლესიის მღვდელი სარგებლობს. ამ დავაში პოლიციაც ჩაერთო.

დაპირისპირება ბოდბეში სასულიერო პირსა და ადგილობრივ მოსახლეს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსუდან ხუნაშვილმა აღმოჩინა, რომ მისი კუთვნილი 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთ, რომელიც იჯარით ჰქონდა აღებული და წლების განმავლობაში ამუშავებდა, სოფლის გამგებელმა ადგილობრივ მღვდელს გადასცა. რუსუდან ხუნაშვილმა სამი დღის წინ კი გაარკვია, რომ შემოსავლის ერთადერთ წყარო დაკარგა და მის მიწაზე ხორბალი, გამგებლის ნებართვით სოფლის მღვდელმა დათესა.

მამა გიორგი, რომელსაც ხუნაშვილები მიწის მიტაცებაში ადანაშაულებენ, "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ ხუნაშვილებს პოლიციაში თავად უჩივის და მიწის ყოფილ მფლობელს მოსავლის მოპარვაში ადანაშაულებს.

ხუნაშვილების მეზობლები ამბობენ, რომ წლებია ოჯახი ამ მიწას იყენებს და მხოლოდ ამ მიწაზე მოყვანილი ხორბლით საზრდოობს.

მამაოსთვის გადაცემული სხვისი მიწის საკითხი არ არის ერთადერთი სკანდალი, რომელიც სოფელ ბოდბეს გამგებელს უკავშირდება. 

დღის ამბები