მორიგი ხმაურიანი შეხვედრა ფოთის დამწვარი ბაზრის მოვაჭრეებსა და ადმინისტრაციას შორის.
დაზარალებულები ბაზრის ადმინისტრაციისგან ზარალის ანაზღაურებას, ხელისუფლებისგან დახმარებას და კონკრეტულ პასუხს ითხოვენ, როდის და როგორ მოგვარდება მათი პრობლემები.
მოვაჭრეები აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება და ბაზრის ადმინისტრაცია დროულად არ იმოქმედებენ, ისინი რკინიგზის ბლოკირებას მოახდენენ.
„მიდის გზების ძიება თუ როგორ შეიძლება, რომ დარეგულირდეს მოვაჭრეებსა და მეპატრონეს შორის კონფლიქტი,“-განაცხადა ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ.