ფოთში მეთევზეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა მეთევზემ თვითდაზიანება მიიყენა და ვენები გადაიჭრა. დაშავებული ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, რომელსაც მეთევზეებთან გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვედრას მართავდნენ. შეხვედრა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
"თვითდაზიანება მიიყენა, იმიტომ რომ გამოვიდა უარყოფითი პასუხები, ისევ ისეთი მდგომარეობა, ვერ აიტანს ხალხი ამას, ვერ შეეგუება, მე ვიძლევი სიტყვას, რომ მოვიკლავ თავს!" - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მეთევზეები ცვლილებებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, ფოთში თევზჭერა დამატებით, პალიასტომის მიმდებარე ტერიტორიაზე აიკძალება.