18 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულის ოჯახმა სენაკი-ზუგდიდის მაგისტრალის გადაკეტვა სცადა

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული პაპუნა ნანეიშვილის ოჯახის წევრებმა სენაკი-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს. ადგილზე მობილიზებული იყო ასევე საპატრულო პოლიცია, რომლებმაც გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს.

შეკრებილები პაპუნა ნანეიშვილის დაკავებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მას იარაღი ჩაუდეს და სასამართლომ უსამართლოდ მიუსაჯა 6 წელი.

ოჯახის წევრები საათნახევრის განმავლობაში იყვნენ შეკრებილები სენაკი-ზუგდიდის მაგისტრალთან.

მათი განცხადებით, საპროტესტო აქციების ჩატარება გაგრძელდება. 

დღის ამბები