18 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
მედია ექსპერტებს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე კითხვები აქვთ

საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, არსებულ კითხვის ნიშნებზე საუბრობენ მედიაექსპერტები. ისინი ერთდროულად 42 გადაცემის დახურვას გაუმართლებლად მიიჩნევენ და არ გამორიცხავენ, რომ ამ ნაბიჯს პოლიტიკური მოტივი ქონდეს.

„შეიძლება არსებობდეს პოლიტიკური მოტივი, შეიძლება არსებობდეს რაღაც ამბიცია ამ ცვლილებებთან მიმართებით და ამ დროის განმავლობაში, არცერთი სერიოზული არგუმენტი სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვისმინეთ იმისთვის, რომ დავრწმუნებულიყავით, რომ ეს ცვლილებები სიკეთეს მოუტანდა საზოგადოებრივ მაუწყებელს,“ - აცხადებს ფონდ "ლიბერალური აკადემია თბილისის" დირექტორი, ლაშა ტუღუში.

მედიაექსპერტების აზრით, არსებული ვითარება ტელევიზიისთვის მხოლოდ უარყოფითი შედეგის მომტანი იქნება.  

„ამაზე მეტი ნეგატიური შედეგი მე არ მესახება, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელში არ იქნება შოუები სოციალურ თემაზე, არ იქნება საზოგადოებრივ პოლიტიკურ თემაზე დისკუსიები. უცნობია, როდემდე არ გაუშვებენ, 1 აგვისტომდე, 1 სექტემბრამდე თუ საერთოდაც 1 იანვრამდე. ეს იმის მაჩვენებელია, რომ არხის მენეჯმენტის მთავარი ამოცანა რაც იყო, რომ ეთერში არ ყოფილიყო სხვა პროგრამები, გარდა „მოამბისა“, პრაქტიკულად ხორციელდება,“ - განაცხადა "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" წევრმა, ზვიად ქორიძემ.

დღის ამბები