18 მაისი 2024,   08:47
ვრცლად
"თითოეული განცხადების საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება" - ირაკლი შოთაძე გახმაურებულ ნარკოდანაშაულებებზე

"თითოეული განცხადების საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება, რომ დასრულდება გამოძიება, შესაბამისად ეცნობება საზოგადოებას. გამართლებას რაც შეეხება, ჯერ ხელთ არ გვაქვს განაჩენი, მივიღებთ მერე გადაწყვეტილებას, გავასაჩივრებთ თუ არა,“- ეს განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, ბოლო დროს გახმაურებულ ნარკოდანაშაულებებთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც ბრალდებულები აცხადებენ, რომ მათ ნარკოტიკი ჩაუდეს და ისინი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.   

ირაკლი შოთაძე "ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომ მან საპროკურო საბჭოზე მთავარი პროკურორისგან გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო.

"საპროკურორო საბჭოს წევრების უფლებამოსილებაში არ შედის კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე პირების მიმართ დევნის განხორციელებაზე, ბრალდების განხორციელებაზე, კითხვები დაისვას. არის ბევრი საქმე, სადაც კონკრეტული სამართალდამცავი ორგანოების მიმართ დამდგარია პასუხისმგებლობის საკითხი,“ - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ. 

დღის ამბები