18 მაისი 2024,   10:11
ვრცლად
ოპოზიცია გახლეჩვის ზღვარზე - შესაძლოა, ნაწილმა კონსტიტუციის ახალ ვერსიას მხარი დაუჭიროს

ოპოზიცია გახლეჩვის ზღვარზეა. პარტიები ვერ თანხმდებიან, რა პირობებზე უნდა დათანხმდნენ ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსულტაციისას. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ პროპორციულ სისტემაზე ქვეყანა 2020 წლიდან არ გადავა, ხელისუფლებასთან სხვა თემების განხილვას აზრი აღარ აქვს.

პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი და საარჩევნო სისტემა პრინციპულ საკითხად რჩება საპარლამენტო ოპოზიციისთვის.

"კურიერის" ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ოპოზიციის ნაწილმა კონსტიტუციას მხარი დაუჭიროს, თუ უმრავლესობა პროექტში საარჩევნო ბლოკებს დატოვებს. ოპოზიციაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა პოლიტიკოსების ნაწილი ღიად ამბობს, რომ მათი ყველა მოთხოვნის შესრულების იმედი არ აქვთ და რაღაც დათმობისთვის მზად არიან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში ცოტა ხნის წინ დასრულდა. გიორგი ვოლსკის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის გადახედოს საკუთარ პოზიციას ბლოკების შექმნის აკრძალვასა და საარჩევნო ბარიერის შემცირებასთან დაკავშირებით. ხოლო, მიწების უცხოელების გასხვისებაზე, ქორწინების შესახებ ჩანაწერზე, საარჩევნო სისტემასა და პრეზიდენტის არჩევის წესზე „ქართული ოცნება“ მოსაზრების შეცვლას არ აპირებს.

მმართველი გუნდის წევრები გეგმავენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან კონსულტაციები მომავალ კვირას გამართოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები