18 მაისი 2024,   08:15
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე VS პრეზიდენტი - კობახიძემ მარგველაშვილი ელჩებთან გააკრიტიკა

პრეზიდენტსა და პარლამენტის თავჯდომარეს შორის დაპირისპირება  გრძელდება. ქართველ დიპლომატებთან დახურულ შეხვედრაზე, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი გააკრიტიკა.

პარლამენტის თავმჯდომარე საერთაშორისო ასპარეზზე საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ არსებული ინფორმაციით უკმაყოფილოა. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩებს ამ საკითხზე განმარტებები იმ იმედით მისცა, რომ მისი მონათხრობი ქართველ დიპლომატებს უცხოელ კოლეგებთან სწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაეხმარება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება კი, ელჩებისთვის მიცემულ პარტიულ დავალებად შეაფასა. თენგიზ ფხალაძემ პარალამენტის თავმჯდომარე დიმპლომატიური კორპუსის პარტიული მიზნებით გამოყენებაში დაადანაშაულა.

მმართველი გუნდის წევრებმა ფხალაძის განცხადების გამო, პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მსგავსად, ოპოზიციასაც მიაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ „ამბსადაორიალი“ ელჩებისთვის პარტიული დავალების მისაცემად გამოიყენა.

ამავე თემაზე
დღის ამბები