სამტრედიაში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულებმა აქცია გამართეს. მათ უკრაინული კომპანია „ალტკომის“ თანამშრომლებს ოფისი დაატოვებინეს.
თანამშრომლებმა ოფისის დატოვების შემდეგ კი გზა გადაკეტეს. გზა საპატრულო პოლიციამ გახსნა.
აქციის მონაწილეები კუთვნილ 4 თვის ხელფასს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს გააგრძელებენ.