რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომელსა და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილ სპეციალისტს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. სუს-ის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ დაკავებულების ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიან გირაოს ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
შემდეგი სხდომა სექტემბრისთვის ჩაინიშნა. ბრალდებულები უსაფრთხოების სამსახურმა ორი დღის წინ ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. თუმცა გუშინ საქმე თაღლითობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. ბრალდებულები, რომელთაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, დანაშულს არ აღიარებენ.