18 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
აფგან მუხთარლის საქმე - ლეილა მუსტაფაევა და ადვოკატები მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს

თბილისიდან გატაცებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე და ადვოკატები დღეს მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს. ეს პირველი შეხვედრაა საგამოძიებო უწყებაში მას შემდეგ, რაც საქმის ძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სწორედ პროკურატურას გადააბარა.

ლეილა მუსტაფაევას და ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილს თავადაც ჰქონდათ გამოძიებასთან კითხვები, უმთავრესი მოთხოვნა კი კვლავაც აფგან მუხთარლის გატაცების გარემოებების დადგენაა.

ოჯახის წევრების თქმით, პოლიციისგან 2 თვის განმავლობაში მათ დამაჯერებელი პასუხი ვერ მიიღეს.

დღის ამბები