18 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
აფიშაზე დაბეჭდილი საქართველოს რუკა, რომელზეც ოკუპირებული ტერიტორიები ამოჭრილი იყო - ფესტივალ „მოლოკოს“ ორგანიზატორები ბოდიშს იხდიან

ოდესაში მიმდინარე თეატრალური ფესტივალ „მოლოკოს“ ორგანიზატორები საქართველოს მოქალაქეებს ბოდიშის უხდიან. აფიშაზე, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა დაბეჭდილი იყო საქართველოს დროშა და რუკა, სადაც ოკუპირებული რეგიონები ჩამოჭრილი იყო. ფესტივალზე, ახმეტელის თეატრი, ვაჟა-ფაშველას სტუმარ მასპინძელს წარადგენს.

“საქართველოს მოქალაქეებს გვინდა გულწრფელი ბოდიში მოვუხადოთ, ამ ტექნიკური შეცდომისთვის, რომელიც დაშვებული იყო საქართველოს თეატრალური გასტროლების პოლიგრაფიული მასალის მომზადების დროს, სამწუხაროდ ჩვენ შეცდომით გამოვიყენეთ საქართველოს არასრული რუკა. დღეს ისე როგორც არასდროს კარგად გვესმის, რომ ისევე როგორც ყირიმის ნახევარკუნძული, საქართველოს ნაწილიც, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია ჩვენი მეზობელი ქვეყნის მიერ, კიდევ და კიდევ ვიხდით ბოდიშს ამ შეცდომისთვის და იმედს ვიტოვებთ, რომ როგორც უკრაინის ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უახლოეს მომავალში აღდგება,” - განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა მიხაილ ჟურაველმა.

ახმეტელის თეატრის დირექტორი გიორგი კვაბზირიძე კი იმედოვნებს, რომ მსგავსი შეცდომა აღარ განმეორდება და აცხადებს, რომ დაშვებული შეცდომა უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება.

“შეცდომა, რომელიც აღმოჩნდა დღეს დილას და აღმოჩენილი იყო თქვენს მიერ, უახლოეს მომავალში იქნება აღმოფხვრილი. ეს შეცდომა იყო აბსოლუტურად გაუგებრობა იმიტომ, რომ ადამიანები ვისთანაც ჩვენ ვმეგობრობთ ზუსტად გვაქვს ჩვენ გარკვეული ვინ არის ოკუპანტი, ვინ არის ჩვენი სახელმწიფოების მეგობარი. გარკვეულია ის ფასეულობები და შეთანხმებული, რომ ჩვენი ქვეყნების ოკუპაცია არის ძალიან ცუდი და  უნდა ვიბრძოლოთ ყველანაირი მეთოდით,“ - განაცხადა კვაბზირიძემ.

დღის ამბები