საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას მოსავლის უსაფრთხოდ აღებაში შს სამინისტროს თანამშრომლები ეხმარებიან. სამუშაოებში ადგილობრივებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არიან ჩართულები. ისინი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ზემო სობისში, ბერშუეთში, კნოლევში, ატოცში, ორჭოსანში, დვანში და სხვა მიმდებარე სოფლებში მუშაობენ.
ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთების დამუშავება და მოსავლის აღება პოლიციის დაცვის ქვეშ მიმდინარეობს.