17 მაისი 2024,   19:11
ვრცლად
დავით ოქიტაშვილი გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი გაერთიანებულ პროფკავშირებს მიმართავს და მათგან ორი დღის ვადაში ყრილობის ოქმებისა და დელეგატთა რაოდენობის წარდგენას ითხოვს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საუბარია გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის არჩევნებზე, რომელიც სექტემბერში გაიმართება. ოქიტაშვილის თქმით, მას დელეგატებთან შეხვედრა და მათთვის საკუთარი საარჩევნო პროგრამის გაცნობა სურს.

ბრიფინგს პროფკავშირების ამჟამინდელი თავმჯდომარე გამოეხმაურა.

„წარმოდგენა არ აქვს, რა არის ეს ორგანიზაცია და წარმოდგენა არ აქვს, რა როგორ უნდა დააყენოს და როგორ უნდა მოითხოვოს. მას ძალიან თავისუფლად შეეძლო, რომ საარჩევნო კამპანია ეწარმოებინა, როდესაც წევრი ორგანიზაციები ატარებდნენ ყრილობებს და ამ ყრილობებზე ირჩევდნენ დელეგატებს და ასე ხდება. მეორე შანსი აქვს, როდესაც ყრილობაზე შეიკრიბებიან ეს დელეგატები იქ აწარმოოს თავისი კამპანია,“ - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა. 

დღის ამბები