18 მაისი 2024,   08:48
ვრცლად
თვითმმართველობის არჩევნები - შსს-სა და ცესკოს შორის მემორანდუმი გაფორმდა 

შინაგან საქმეთა სამინისტრო და ცენტრალური საარჩევნო კომისია, ადგილობრივი არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების პირობას, ერთობლივი მემორანდუმით დებენ. შეთანხმებას ხელი გიორგი მღებრიშვილმა და თამარ ჟვანიამ მოაწერეს.

მხარეები აცხადებენ, რომ ჩატარდება სპეციალური ტრენინგები, რომელიც ხელს შეუწყობს სამართალდამცველი უწყებების ინფორმირებას საარჩევნო საკითხებზე და არჩევნების სამართლიანად ჩატარებას უზრუნველყოფს.

„ურთიერთგაგების მემორანდუმი გულისხმობს ჩვენი უწყებების კოორდინირებულ მუშაობას, როგორც წინასაარჩევნო, ასევე საარჩევნო პერიოდში. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის თანამშრომლობის სწორად დაგეგმვა და წარმართვა იქნება წინაპირობა იმისა, რომ 2017 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნები, მშვიდ, უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს,“ - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

დღის ამბები