17 მაისი 2024,   19:10
ვრცლად
სრული აურზაურია ამ ხიდთან დაკავშირებით - ზაალ უდუმაშვილი ზაჰესში არსებულ ვითარებას გაეცნო 

ზაჰესისი ხიდთან, სადაც დღეს დილით გზა ჩაინგრა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი იმყოფებოდა. ზაალ უდუმაშვილი ვითარებას ადგილზე გაეცნო.

თბილისის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ ზაჰესის ახლად აშენებულ ხიდამდე მისასვლელ გზას პრობლემები უკვე მეორედ ექმნება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ პრობლემა თბილისის მიერ პროექტების არაკვალიფიციურად განხორციელებაშია.

„ჯერ იყო და მილიონი გადაუხადეს ავანსად კომპანიას, რომელსაც უნდა შეეკეთებინა ძველი ხიდი, შემდეგ ეს ფული გაქრა, შემდეგ გადაწყვიტეს ახალი ხიდის მშენებლობა, ეს ხიდი გახსნეს ზარ-ზეიმით, ჯერ ერთი მისასვლელი ჩაინგრა, ახლა ჩვენ ვუყურებთ, რომ მეორე მისასვლელი გზა არის ხიდთან ჩანგრეული. ახლა მიმდინარეობს გარკვევა ვისი ბრალია, მშენებლების თუ წყალმომარაგების კომპანიის. მოკლედ სრული აურზაური არის ამ ხიდთან დაკავშირებით და ეს ხალხი ჩვენ გვპირდება, რომ მომავალში თბილისში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებს,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები