18 ნოემბერი 2024,   11:51
ვრცლად
ირაკლი მექვაბიშვილმა აუდიტის სამსახურში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მთავარი აუდიტორის ირაკლი მექვაბიშვილის ბრიფინგი, სადაც მან უწყებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე, ნინო ლომჯარია დაკავებული თანამდებობიდან დღეს იქნა გათავისუფლებული.

მექვაბიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს, მას პოლიტიკური მოტივაცია არ ჰქონია. ირაკლი მექვაბიშვილმა აქვე აღნიშნა, რომ მან ხელი სამი ახალი მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნას მოაწერა.

„ბატონ ნოდარს აქვს უაღრესად დიდი გამოცდილება საჯარო სექტორში და ვფიქრობ, რომ ეს გუნდი, ორი ახალი წევრი, რომლებსაც ფაქტობრივად არ აქვთ გამოცდილება საჯარო სექტორში და ბატონი ნოდარის ენერგიის შედეგად, ჩვენ მივიღებთ საკმაოდ ძლიერ გუნდს და ეს ცვლილებები აუცილებელი იყო იმისთვის, რომ აუდიტის სამსახური გამხდარიყო გაცილებით ეფექტური. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც დაფუძნებული იყო პროფესიონალურ კუთხეზე. ქალბატონ თეას მე შევხვდი და ჩვენ მიმდინარე საკითხები გავიარეთ, რომელიც ეხებოდა ჩვენ თანამშრომლობას აუდიტის სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროს შორის,“ - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა.

დღის ამბები