18 ნოემბერი 2024,   11:50
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" წევრები გურიის მოსახლეობას შეხვდნენ

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე და ლანჩხუთის მერობის კანდიდატთან ერთად, ამომრჩეველს შეხვდა. ლანჩხუთის რაიონის ჩოჩხათისა და ჯურყვეთის მოსახლეობამ პარტიის წევრებთან იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც მათ აწუხებთ. ადგილობრივების თქმით ამ დრომდე ვერ მოხერხდა  სასმელი წყლის, სოფლებამდე მისასვლელი გზის და გაზიფიკაციის პრობლემის მოგვარება. მოსახლეობა ასევე ამბობს, რომ ვერც აზიური ფაროსანას მიერ განადგურებული თხილის მოსავლის კომპენსაცია მიიღო. მერობის კანდიდატი მოსახლეობას ამ პრობლემების გადაჭრაში ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამდგომლობას დაპირდა და განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში სოფლებში გადაწყდება საბავშვო ბაღების და ტრანსპორტით უზრუნველყოფის საკითხიც. დავით ბაქრაძემ მოსახლეობას ევროპული საქართველოს წინასაარჩევნო პროგრამაც გააცნო.

დღის ამბები