18 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
ლიდერთა საბჭო არჩევნებზე კოორდინირებულ მუშაობაზე შეთანხმდა

ლიდერთა საბჭოში შემავალი ოპოზიციური პარტიები არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე კოორდინირებულად იმუშავებენ. გადაწყვეტილება ლიდერებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრისას მიიღეს.

„ლიდერთა საბჭომ გადაწყვიტა, რომ მოხდეს საარჩევნოდ გაყალბების წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის შექმნა, კოორდინირება საარჩევნო კომისიებში, რათა მინიმალური იყოს გაყალბების მასშტაბები, რომელსაც გეგმავს ხელისუფლება,“ - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ მერობის კანდიდატმა გიორგი გუგავამ. 

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, საუბრის მთავარი თემა მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები იყო.

"შენების მოძრაობის" ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მსგავსი შეხვედრები პარტიებს შორის არის ჩვეულებრივი მოვლენა.

“ეს არის საერთო ინტერესი, რომ არჩევნები ჩატარდეს გაყალბების გარეშე,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ლიდერთა საბჭო ორი კვირის წინ შეიქმნა და მისი წევრები „ახალი მემარჯვენეები“, ”საქართველოს ევროპელი დემოკრატები“, ლეიბორისტული პარტია“, "შენების მოძრაობა" და "დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოსთვის“ არიან.

დღის ამბები