06 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
კატალონიის პრეზიდენტი ესპანეთის ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

კატალონიის პრეზიდენტი ესპანეთის ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. მორიგ სატელევიზიო მიმართავში კარლეს პუჩდემონმა განაცხადა, რომ მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ის რეგიონის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას გააგრძელებს. მან ესპანეთის მეფე მილიონობით კატალონოიელის აზრის უგულვებელყოფაში დაადანაშაულა და საერთაშორისო საზოგადოებას შუამავლის როლის შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ესპანეთის ხელისუფლება ავტონომნიურ რეგიონთან დამოუკიდებლობის შესახებ მოლაპარაკებების გამართავას არ გეგმავს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით ოფიციალური მადრიდი ბარსელონას შანტაჟს არ დაემორჩილება.

 

დღის ამბები