ე.წ. ციანიდის საქმის კიდევ ერთი ადვოკატი მია ზოიძე თბილისის პროკურატურაში დაიბარეს. უფლებადამცველი საგამოძიებო უწყებაში ხვალ, 13:00 საათზე უნდა მივიდეს. სავარაუდოდ, მია ზოიძეც ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სხდომიდან აუდიო ჩანაწერების მედიასაშუალებებში გასაჯაროების ფაქტზეა დაბარებული.
პროკურატურამ ძიება "შაბათის კურიერში" შორენა თეთრუაშვილის ჩვენების გასაჯაროვების შემდეგ დაიწყო.
ამავე საქმეზე საგამოძიებო უწყებაში დაბარებული იყვნენ დეკანოზის სხვა ადვოკატებიც. ერთ-ერთი იყო მიხეილ რამიშვილი, რომელმაც საგამოძიებო უწყებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. უფლებადამცველმა განაცხადა, რომ ის მზად არის ჩვენება მისცეს საქმესთან დაკავშირებით, თუმცა არა საგამოძიებო უწყებაში, არამედ სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით.
დღეს კი ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა მამა გიორგი მამალაძის კიდევ ერთმა ადვოკატმა გიორგი ფანცულამაიაც. ფანცულაიამ თბილისის პროკურატურის შენობა ისე დატოვა, რომ გამომძიებლების კითხვებს არ უპასუხა. ადვოკატი ჩვენებების გასაჯაროების საქმეზე მოწმის სტატუსით იყო დაბარებული. ის აცხადებს, რომ არც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენების მიცემას.