06 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
პუტინს არაფერი სურს იმაზე ნაკლები, ვიდრე ტრანსატლანტიკური საზოგადოების შუაზე გაყოფაა - ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი მკაცრად გააკრიტიკა. ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის პოლიტიკას საერთაშორისო წესრიგისთვის საფრთხე უწოდა და განაცხადა, რომ ძალიან ბნელ გზას მიჰყვება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტზე განცხადება ჯო ბაიდენმა საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ცენტრში გააკეთა, სადაც საჯარო სამსახურში 40 წლიანი მუშაობისთვის დააჯილდოვეს.

ვიცე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა უნდა უსმინოს ორპარტიულ მოწოდებებს კონგრესში. მისი თქმით, ტრამპმა უნდა მოითხოვოს, რომ ამერიკის არჩევნებში ჩარევის გამო, რუსეთი პასუხისმგებელი იყოს. ვიცე პრეზიდენტმა თქვა, რომ მსოფლიოს ძლიერი და დემოკრატიული ამერიკა სჭირდება.

სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეზე - რუსეთზე ისაუბრა და უკმაყოფილება გამოთქვა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს ამერიკის დემოკრატიულ არჩევნებში ჩარევის გამო არ აკრიტიკებს. ბაიდენმა აღნიშნა, რომ პუტინის აგრესიას სანქციების დაწესებით ისევ კონგრესი პასუხობს.

“პუტინს არაფერი სურს იმაზე ნაკლები, ვიდრე ტრანსატლანტიკური საზოგადოების შუაზე გაყოფაა, რათა უფრო თავისუფლად დაანგრიოს ისეთი ქვეყნები რუსეთის პერიფერიაში, როგორებიც უკრაინა და საქართველოა. ქვეყნები, რომლებიც საკუთარ მომავალს დასავლეთში ხედავენ და ფიქრობენ, როგორ მივიდნენ იქამდე. პრეზიდენტ ტრამპსაც არ ჰქონია ნება, გაეკრიტიკებინა პუტინი თუნდაც, ჩვენს დემოკრატიულ პროცესში ჩარევის გამო. ღვთის გულისთვის! იფიქრეთ ამაზე, რა სიგნალს აგზავნის ეს ყველაფერი მთელს მსოფლიოში. საბედნიეროდ, კონგრესი ამ შემთხვევაში "რესპუბლიკელების" თაოსნობით, არ აპირებს მისცეს პუტინს საშუალება,” - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

დღის ამბები