06 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
ესპანეთის პრემიერი არ გამორიცხავს, რომ კატალონიას ავტონომიის სტატუსი შეუჩერდეს

„კატალონიის ხელისუფლების მხრიდან რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებას არანაირი შედეგი არ ექნება,”-განცხადება ამის შესახებ ესპანეთის პრემიერმა მარიანო რახოიმ გაზეთ "ელ პაისისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. პრემიერმა არ გამორიცხა, რომ არსებობის 39 წლიან ისტორიაში შესაძლოა პირველად გამოიყენონ კონსტიტუციის 155-ე მუხლი, რომელიც რეგიონის ავტონომიის სტატუსს შეაჩერებს და სახელისუფლებო ორგანოებს ოფიციალურ მადრიდს დაუქვემდებარებს. მარიანო რახოიმ კატალონიის ხელისუფლებას პირველი ოქტომბრის რეფერენდუმის შედეგების გაუქმებისკენაც მოუწოდა, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ გუშინ ბარსელონაში დიალოგის მოთხოვნით მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. 

შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმი კალატონიაში ხმაურის და დარბევების ფონზე მიმდინარეობდა.

დღის ამბები