18 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
ვიდეო ჯარიმების აღსრულების ახალი წესი 1 ნოემბრიდან ძალაში შედის

ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი პირველი ნოემბრიდან ძალაში შედის. კანონის დამრღვევ მძღოლებს ე.წ. ჭკვიანი კამერები დააჯარიმებენ, რომლებიც ამ დრომდე სატესტო რეჟიმში მუშაობდნენ. ვიდეოჯარიმები სანქციებს ავტომატურად გამოწერენ სიჩქარის გადაჭარბებაზე, წითელზე გავლაზე და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ამ ეტაპზე დამონტაჟებულია 50 ე.წ. ჭკვიანი კამერა თუმცა წლის ბოლომდე დაგეგმილია, რომ დაიფაროს მთლიანი ავტობანი.

„მუდმივად ვფიქრობთ იმაზე, რომ განვვითარდეთ და ეს ცენტრიც ამას ემსახურება, რომ ამაღლდეს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების ხარისხი და ჩვენც ეფექტურები ვიყოთ როგორც რეაგირების ნაწილში, ასევე პრევენციის მიმართულებით“,-განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

დღის ამბები