18 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
ოპოზიცია პრეზიდენტის ვეტოს მხარს უჭერს

ოპოზიცია მხარს უჭერს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ვეტოსთან დაკავშირებით. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, გიორგი მარგველაშვილი სწორად მოიქცა.

„საქართველოს პრეზიდენტი მოიქცა სწორად როდესაც ფაქტიურად აიძულა "ქართული ოცნება," რომ დარჩეს მარტო ამ კონსტიტუციასთან. რომ კონსტიტუცია დარჩეს ერთ პარტიულ დოკუმენტად იმ შემთხვევაში თუ ისინი დაძლევენ პრეზიდენტის ვეტოს“,-განაცხადა პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ სალომე სამადაშვილმა.

„ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ვეტო საქართველოს მთელი ოპოზიციური სპექტრის და სამოქალაქო საზოგადოების სრულ კონსესუსს გამოხატავს.

„სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს დიდი იმედის საფუძველი ან საღი აზრის საფუძველი, რომ საღ აზრს გამოიჩენს ოცნების  გუნდი. მიუხედავად ამისა მაინც უნდა მოვუწოდოთ კიდევ ერთხელ მათ ნუ აღმოჩნდებიან  მთელი პოლიტიკური სპექტრის,  მთელი სამოქალაქო საზოგადოების და საბოლოო ჯამში ქართველი ხალხის საპირისპირო მხარეს,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„თავისუფალ დემოკრატებში" იზიარებენ კოლეგების აზრს და ამბობენ, რომ პრეზიდენტმა შესანიშნავი ნიმუში  წარმოადგინა თუ როგორ შეიძლება შეინარჩუნო პრინციპულობა.

„ქართულ ოცნებას“ ამ ვეტოს გაზიარებით ეძლევა შანს, რომ დაუბრუნდეს დემოკრატიულ ცივილიზებულ პოლიტიკას ან დარჩეს ერთ პარტიული დიქტატურის რეჟიმში,“-განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკურმა მდივანმა ნინო გოგუაძემ

ვინ მოაწერს ხელს კონსტიტუციას პრეზიდენტი, თუ პარლამენტის თავმჯდომარე ვეტოს დაძლევის და დამტკიცების შემდეგ - „საქართველოს ევროპული დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია  ფიქრობს, რომ თუ მოვლენები ისე განვითარდა როგორც ახლა მიმდინარეობს, პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი არ უნდა მოაწეროს.

შეგახსენებთ, რომ  საქართველო პრეზიდენტმა ვეტო კონსტიტუციის პროექტის ექვს მუხლს დაადო, ესენია:

 1. ბონუსების სისტემა - ანუ პრინციპი, რომ გადაუნაწილებელ მანდატებს მთლიანად გამარჯვებული პარტია წაიღებდა.

2. საარჩევნო ბლოკების აკრძალვა - ქართული ოცნება კრძალავდა ბლოკების შექმნას...

3. საკონსტიტუციო სასამართლო - პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ჩატარებული არჩევნების შედეგების კონსტიტუციურად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლოს არა ყველა წევრმა, არამედ უმრავლესობამ.

4. აღმსარებლობის თავისუფლება - პრეზიდენტი პარლამენტს აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს სთავაზობს, ვიდრე ეს სამი მოსმენით მიღებულ პროექტშია.

5. მაჟორიტარული სისტემის 2024 წლიდან გაუქმება - გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020-ცი წლიდან უნდა მოხდეს.

6. პრეზიდენტის არჩევის წესი - ქვეყნის მეთაურის აზრით ეს წესი მხოლოდ ორ პალატიანი პარლამენტის ამოქმედების შემდეგ უნდა დამკვიდრდეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები