06 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
თურქეთი არ აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას - რეჯეფ თაიპ ერდოღანი

თურქეთი არ აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას. განცხადება ამის შესახებ რეჯეფ თაიპ ერდოღანმა უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის დროს გააკეთა.

თურქეთის პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ოფიციალურ კიევს რუსეთის მიერ ოკუპირებული ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე ყირიმელი თათრების ინტერესების დაცვაში დახმარების პირობა მისცა.

თურქეთის ლიდერის თქმით, კონფლიქტი დონბასის რეგიონში საერთაშორისო ნორმების დაცვითა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით უნდა მოგვარდეს.

დღის ამბები