18 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
საკრებულო გადააქციეს სასაცილო ციხე-სიმაგრედ - "ევროპული საქართველო"

საკრებულოს შენობაში დღეს ევროპული საქართველოს დეპუტატები არ შეუშვეს. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, პოლიცია დღეს არის ქართული ოცნების მსხვერპლი.

ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას, განცხადებით, პარტიის წევრები აპირებდნენ, საკრებულოს სხდომას დასწრებოდნენ, თუმცა ქართული ოცნება  ამოეფარა პოლიციის კორდონს და მათ ამის საშუალება არ მისცეს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიკა ბოკერიას, განცხადებით, ის, რაც დღეს საკრებულოში და მის გარეთ ხდებოდა, არის ივანიშვილის რეჟიმის გამოხატვა.

 „ჩვენ თვალწინ ჩვენს ქონებას ჩუქნიან ფაქტიურ მმართველს და მერე ასე უტიფრად და ურცხვად გვეუბნებიან, რომ არ გვაინტერესებს კანონი, აი, გვინდა და დავხურავთ სხდომას. ეს არის გამოხატულება ივანიშვილის რეჟიმის,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ევროპული საქართველოს წევრის, გოკა გაბაშვილის, განცხადებით კი, საკრებულოში მიმდინარე მოვლენები უკავშირდება ერთი ადამიანის სურვილს, მიიტაცოს ერთ ლარად ქონება.

„საკრებულო გადააქციეს სასაცილო ციხე-სიმაგრედ,“ - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

საკრებულოს შენობასთან დილიდან მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია. ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილისთვის მიწის ფართობების გადაცემას აპროტესტებდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცავების საკმაოდ დიდი რაოდენობა. რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეებსა და პოლციას შორის ფიზიკურ დაპირისპირებას. 

ადგილზე იმყოფებოდნენ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც უშედეგოდ ითხოვდნენ საკრებულოს შენობაში შესვლას. მათ ამის უფლება პოლიციამ არ მისცა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები