საკრებულოს სხდომა, რომელზეც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის მიწის ფართების გადაცემის საკითხზე იმსჯელეს ხმაურის, დაპირისპირების და დაკავებების ფონზე მიმდინარეობდა.
ოპოზიცია დღის წესრიგიდან ამ საკითხების ამოღებას ითხოვდა.
სხდომათა დარბაზში საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების პროტესტს საპასუხოდ მათი გამოძევება მოჰყვა. მათ კი, ვინც დარბაზიდან სამართალდამცავებმა არ გაიყვანეს, სხდომა პროტესტის ნიშნად თავად დატოვეს.
ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, საკრებულოს უმრავლესობამ ბიძინა ივანიშვილს დედაქალაქის ცენტრში 1900 კვადრატული მეტრი ფართობი და ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია დაუკანონა.
საკრებულოს შენობაში დილიდან მობილიზებული იყო სამართალდამცავთა საკმაოდ დიდი რაოდენობა.
დღის მეორე ნახევარში ოპოზიცის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან სარჩელს მოამზადებენ და სასამართლოს მიმართავენ, რათა საკრებულოს დღევანდელ სხდომა და გადაწყვეტილებები არალეგიტიმურად იქნას ცნობილი. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ დღეს საკრებულოს თავმჯდომარეომ კანონი არაერთხელ დაარღვია.