18 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს

სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცლებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოთხოვნის მიუხედავად, უწყება 3 საათის განმლობაში არ აწვდიდა ინფორმაციას თბილისის საკრებულოსთან გამართული აქციაზე დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ, რაც სახალხო დამცველის განამრტებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები უფლებამოსილნი არიან, სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსთხოვონ ნებისმიერი ინფორმაციისა და ახსნა-განმარტების მიწოდება დაუყოვნებლივ, ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, კანონის მოთხოვნა ამ შემთხვევაში არ შესრულებულა.

დღის ამბები