18 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრის მთავარი თემა, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაა

ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის მეთაური კონფერენციის მონაწილეებთან ორმხრივი შემხვედრებს მართავენ.

მთავარი საკითხები, რომელზეც მხარეები მსჯელობენ ნატო-ს სამიტი და საქართველოს ევროინტეგრაციაა. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნულ თემებზე შეხვედრა უკვე გამართა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან.  როგორც საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა, საუბარი შეეხო ასევე ყველა იმ საფრთხეს, რომელიც მომდინარეობს რუსეთისგან.

„განვიხილეთ ნატო-ს 2018 წლის სამიტი. ის ეტაპები, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს ამ სამიტისთვის მოსამზადებლად. ის ფორმატები, რომელიც იქნება ამ სამიტზე და პრეზიდენტის ამ ფორმატებში მონაწილეობა. რუსეთი, როგორც ევროპული უსაფრთხოების მთავრი ერთ-ერთი გამოწვევა რა თქმა უნდა იყო განხილული ყველა ის საფრთხე, რომელიც მომდინარეობს როგორც რეგიონისთვის, ისე საქართველოსთვის და მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისთვის,“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.

გარდა აღნიშნული საკითხებისა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, საგარეო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით შეხვედრებზე ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციასა და ამ პროცესის დაჩქარებაზე.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრობლემატიკა განხილული იქნას საერთო ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ევროკავშირის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მათ შორის ჰიბრიდულ ომებზე,  ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე და ა.შ. რომ ამ შემთხვევაში საქართველო ყოველთვის იყოს მოხსენიებული. საუბარი შეეხო იმას თუ როგორ გავხადოთ ევროინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო სწრაფი კიდევ უფრო ხელშესახები ჩვენი მოქალაქეებისათვის,“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მომზადებული მივიდეს 2018 წლის სამიტზე და მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ეს არის.

„ჩვენი მიზანია, რომ როგორც თავდაცვის მინისტრების დონეზე, ასევე  საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მოხდეს ყველა ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, რომელიც უკავშირდება ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესს და შესაბამისად მომზადებული მივიდეთ 2018 წლის სამიტისთვის,“- განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ

კომენტარი გააკეთა ასევე საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში.

ორმხრივი შეხვერები გამართა მთავრობის მეთაურმაც გიორგი კვირიკაშვილმა. მათ შორის პრემიერ-მინისრტრი უკვე შეხვდა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის

ამავე თემაზე
დღის ამბები