18 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
"12 ათასი ბავშვი დადის დაუბანელი, ცხელი საჭმელის გარეშე" - პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს

ხმაურისა და აქციის ფონზე მიმდინარეობს პარლამენტის პლენარული სხდომა. "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი და მაჟორიტარობის კანდიდატები ადგილობრივებთან ერთად, გაზის ტარიფის გაძვირებას და დენის ტარიფის შესაძლო გაზრდას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. 

“20 ათასამდე ოჯახს დენი ეჭრება ყოველწლიურად ქუთაისში და 20 ათასამდე ბავშვი უდენოდ, უკომპიუტეროდ, უტელევიზოროდ იზრდება. 12 ათასამდე ოჯახს გაზი ეჭრება ყოველწლიურად ქუთაისში. 12 ათასი ბავშვი დადის დაუბანელი, ცხელი საჭმელის გარეშე. 500 ოჯახს ყოველთვიურად წყალი ეჭრება ქუთაისში,“ - განაცხადა გოგი წულაიამ. 

 

დღის ამბები