18 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
დღეს სვეტიცხოვლობაა - ტაძარში ლიტურგია მიმდინარეობს

სვეტიცხოველობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, აღავლენს.

მსახურების დასრულების შემდეგ პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს.

დღესასწაულის გამო, მცხეთაში განსაკუთრებული ზომებია მიღებული. სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია და სპეციალური საშვებით ხდება.

ქალაქის ძირითად ქუჩაზე კულტურული ღონისძიებები გაიმართება. მცხეთის ცენტრში სპეციალური სცენაა მოწყობილი, სადაც სხვადასხვა კოლექტივები თავიანთ შემოქმედებას წარმოადგენენ, ქუჩებში გამოიფინება ხელნაკეთი ნივთები.

სადღესასწაულო მსახურებაზე სვეტიცხოველში საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მივიდნენ.

დღის ამბები