06 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
ტრამპი საიდუმლო სამსახურის საწვრთნელ ცენტრს ესტუმრა

ირანთან დაკავშირებით ახალი სტრატეგიის წარდგენის შემდეგ, დონალდ ტრამპი საიდუმლო სამსახურის საწვრთნელ ცენტრს ესტუმრა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი მერილენდში, მეუღლესთან ერთად, ჩავიდა.

დონალდ და მელანია ტრამპები საიდუმლო სამსახურის თანამშრომლების ვარჯიშსს დაესწრნენ. ერთ-ერთი აგენტის მანქანაში თეთრი სახლის პრეს-მდივანი სარა სანდერსიც იჯდა.

ცენტრში ყოფნის დროს დონალდ ტრამპს ის ლიმუზინიც უჩვენეს, რომელიც პრეზიდენტ რეიგანის ევაკუაციისთვის გამოიყენეს, როდესაც 1983 წელს გოლფის მოედანზე შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და მასთან ლაპარაკს ითხოვდა.  

დღის ამბები