სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ კი, პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა.
ილია მეორემ სვეტიცხოვლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.
სადღესასწაულო მსახურებაზე სვეტიცხოველში საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, ხელისუფლების და ოპოზიციის წევრები მივიდნენ. ტაძარში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი, კახა კალაძე და ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი, ზალიკო უდუმაშვილი, იმყოფებოდნენ. მათ მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცეს.
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთაში განსაკუთრებული ზომებია მიღებული. შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება. ქალაქის მთავარ ქუჩაზე კი კულტურული ღონისძიებებიც იმართება.