„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს კახი კალაძეს, რომელმაც „არჩევანში“ მერობის ოპოზიციონერი კანდიდატები გააკრიტიკა იმის გამო, რომ სასაუბროდ გამოყოფილ დროს მთლიანად მასზე საუბარს უთმობენ, ელენე ხოშტარიამ უპასუხა.
„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატის თქმით კითხვები, რომლითაც ის მიმართავს კახი კალაძეს, ეკუთვნის ხალხს და სწორედ მათ უნდა გასცეს პასუხი „ქართული ოცნების“ კანდიდატმა.
„დიახაც, დებატებზე მოგიწევთ მოისმინოთ ეს შეკითხვები და მოგიწევთ პასუხების გაცემაც. და ეს თვითკმაყოფილი ცინიზმი მხოლოდ სისუსტეზე მეტყველებს თქვენი პოზიციის რომ გაურბიხართ პასუხისმგებლობა მოტყუებული ხალხის წინაშე. რომელიც ვთქვი არასწორი პენსიაზე ვთქვი თუ დენის ტარიფზე არასწორი, გაეცით პასუხი მოტყუებულ ხალხს“,-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.