18 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
ლიბიაში დაკავებული მეზღვაურების ოჯახის წევრები პრეზიდენტს დახმარებას სთხოვენ 

საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდული ტვირთის გადაზიდვის ბრალდებით ლიბიაში დაკავებული მეზღვაურების ოჯახის წევრები, საქართვედლოს პრეზიდენტს დახმარებას სთხოვენ.

რომან კაკალაძის, ნუკრი ხოხბასა და გენო კომახიძის ახლობლები საქმეში საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართვასა და ადვოკატის აყვანას ითხოვენ. დაკავებულების სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა. 

სამი ქართველი ტანზანიის დროშით მცურავ თურქულ გემზე იმყოფებოდა, რომელიც ლიბიაში 30 აგვისტოს დააკავეს.

დღის ამბები