18 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
"არ არსებობს არასამთავრობოების მიერ ომბუდსმენის კანდიდატურის დასახელების ნორმა" - მამუკა მდინარაძე

მმართველ გუნდში საპარლამენტო ოპოზიციის მოწოდებას ეხმაურებიან. საუბარია სახალხო დამცველის პოსტთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლითაც დეპუტატებმა არასამთავრობო სექტორს მოუწოდეს, სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა დაასახელონ.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ნორმა და კომპეტენცია, რომელიც ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახალხო დამცველის კანდიდატურის დასახელების პრეცედენტს, არ არსებობს.

„ეს არის საქართველოს პარლამენტის საქმე. საქართველოს პარლამენტი დაგეგმავს ამ პროცესს არჩევნების მერე და გვეყოლება ძალიან კარგი ღირსეული სახალხო დამცველი,“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

უჩა ნანუაშვილის სახალხო დამცველის პოსტზე ყოფნის 4 წლიანი ვადა დეკემბერში ეწურება. მისი შემცვლელი მმართველმა გუნდმა ნოემბრის ბოლომდე უნდა დაასახელოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები