06 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში ქსენია სობჩაკმა პირველი პრესკონფერენცია გამართა

პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში ქსენია სობჩაკმა პირველი პრესკონფერენცია გამართა და პოლიტიკური გეგმების შესახებ ილაპარაკა. ცნობილმა ტელეწამყვანმა დაასახელა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და რამდენიმე წევრიც.

მის კამპანიას ტელეკომპანია "ენტევეს" დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი იგორ მალაშენკო უხელმძღვანელებს. პრესკონფერენციაზე სობჩაკმა მოქმედი ხელისუფლება გააკრიტიკა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვა.

ტელეწამყვანმა საკუთარი პოზიცია გამოხატა ყირიმის ანექსიის მიმართაც და აღნიშნა, რომ ნახევარკუნძულს უკრაინის ტერიტორიად მიიჩნევს.

ქსენია სობჩაკმა 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.

დღის ამბები