06 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
ვაშინგტონის პოზიციას, რომ შიიტმა მებრძოლებმა ერაყი უნდა დატოვონ, ქვეყნის ხელისუფლება არ ეთანხმება 

ერაყის ხელისუფლება არ ეთანხმება ვაშინგტონს, რომ შიიტმა მებრძოლებმა ქვეყანა უნდა დატოვონ. ოფიციალური ბაღდადის პოზიცია ქვეყნის პრემიერმა პირადად გააცნო რექს ტილერსონს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ბაღდადში ვიზიტამდე განაცხადა, რომ უცხოურმა შიიტთა შეიარაღებულმა ჯგუფებმა, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, უნდა დატოვონ ერაყის ტერიტორია, რადგან იქ "ISIS"-ის წინაღმდეგ ბრძოლა თითქმის დასრულებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა მტრული ქმედებებით ცნობილი ირანის გავლენის ქვეშ მოექცევა.

რექს ტილერსონს არ დაეთანხმა ერაყის პრემიერი. მისი თქმით, აღნიშნული მებრძოლები ერაყელები არიან, არ აქვთ კავშირი ირანთან და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში "ISIS"-​ის დამარცხებაში.

აღსაღნიშნავია, რომ ქურთისტანში ჩატარებული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ, სწორედ ამ მებრძოლების მხარდაჭერით დაამყარა ერაყის არმიამ კონტროლი ქალაქ კირკუკზე, რომელსაც ქურთი მებრძოლები აკონტროლებდნენ.

დღის ამბები