18 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
დამოუკიდებლობის ხარისხი, მანდატი და ფუნქციები - სამოქალაქო სექტორი სუს-ის რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს

სამოქალაქო სექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ როცა უსაფრთხოების სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო - რეფორმა თითქოს იგეგმებოდა, თუმცა საბოლოოდ არაფერი გაკეთდა.

სამოქალაქო სექტორი თვლის, რომ პირველ რიგში შესაცვლელია სუს-ის ხელმძღვანელის არჩევის წესი, ასევე სავალდებულო უნდა გახდეს მისი საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური ანგარიშით წარდგენა. ამ თემაზე გაფართოებულ ფორმატში იგეგმება დისკუსიაც.

„საუბარი იქნება უსაფრთხოების სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხზე, ასევე მანდატსა და ფუნქციებზე და ვფიქრობთ, რომ ფუნქციების დაზუსტება უნდა მოხდეს კანონმდებლობით,“-აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი სოფო ვერძეული.

 

დღის ამბები