06 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
აფეთქებას ინდონეზიის დედაქალაქში 30 ადამიანი ემსხვერპლა

ძლიერ აფეთქებას ინდონეზიის დედაქალაქში 30 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ჯაკარტის დასავლეთ უბანში მდებარე პიროტექნიკის ქარხანაში მოხდა.

ორი ძლიერი აფეთქება ადგილზე სამსაათიანი შუალედით მოხდა, რის შემდეგაც საწყობში ხანძარი გაჩნდა და შენობის ნაწილი ჩამოინგრა.

დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გავრცელებული ცნობით, ქარხანა მხოლოდ 2 თვის გახსნილი იყო.

დღის ამბები