18 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
"230-მა მოქალაქემ მიიღო უარი შენგენის ზონის გადაკვეთაზე" - იანოშ ჰერმანმა უვიზო მიმოსვლის ამოქმედების 6 თვე შეაჯამა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების 6 თვეა შეაჯამა. იანოშ ჰერმანი მიიჩნევს, რომ მონაცემები დადებითია და საქართველოს მთავრობასთან ერთად თვალყურს ადევნებს პროცესის მიმდინარეობას. 6 თვის განმავლობაში ევროკავშირში სულ 90 ათასმა საქართველოს მოქალაქემ იმოგზაურა,თუმცა შენგენგენის ზონის გადაკვეთაზე უარი მხოლოდ 230 პირს ეთქვა. 

“შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოსათვის უვიზო მიმოსვლის შემოღება დიდი წარმატება იყო. 6 თვის მონაცემებით დაახლოებით 90 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით. მთავრობამ ეფექტური საინფორმაციო კამპანია აწარმოა და შეძლო მოქალაქეების და მგზავრობის ინფორმირება უვიზო მიმოსვლის პირობების და შენგენის ზონაში დარჩენის ვადების შესახებ. შედეგად მხოლოდ 230-მა მოქალაქემ  მიიღო უარი შენგენის ზონის გადაკვეთაზე. თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელი საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნებასთან შედარებით ძალზედ მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, თუმცა მნიშვნელოვანი ზრდა არ შეიმჩნევა და საჭიროა ამ ტენდენციის შენარჩუნება,“ - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.  

დღის ამბები