პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წევრს ახალგაზრდა გოგონა სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩენების“ წევრმა ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს უჩივლა.
საჩივრის მიხედვით, შევიწროვების ფაქტი არჩევნების დღეს ფოთში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მოხდა.
პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სავარაუდო მოძალადეს, რომელიც ამ უბანზე კომისიის წევრი იყო, საჩივრის შეტანის შემდეგ შეხვდა და ესაუბრა. პარტია „მრეწველების“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მისი პარტიის დისკრედიტაციას ცდილობენ.
21-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის სხვა წევრები მომხდარს უარყოფენ. კომისიის თავმჯდომარემ მხოლოდ ფაქტის დეკლარირება მოახდინა და შესაძლო რეაგირების შესახებ საუბარი აღარ ისურვა.
არასამთავრობო ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ მოძალადის მიმართ ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის საკითხის დასმაც მოითხოვონ.
უფრო მკაცრ სასჯელს სექსუალური შევიწროვება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად არ ითვალისწინებს.
ავტორი: სოფო ჭულუხაძე.