18 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
დაკავებისას გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის საქმე - გამოძიებას ამ დრომდე არავის ბრალეულობა არ დაუდგენია

პაატა პავლიაშვილი ნუცუბიძის ფერდობზე, სადარბაზოში იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც მას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ბორკილებს ადებდნენ. ამბის თვითმხილველები ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციას რამდენიმე წუთის განმავლობაში სთხოვდა დახმარებას, რადგან თავს შეუძლოთ გრძნობდა. პოლიციამ პეტრიაშვილს არ დაუჯერა და ხელბორკილების დადების მომენტში მამაკაცი გარდაიცვალა.

მომხდარზე პასუხისმგებლობას ჯერჯერობით არავინ იღებს. შსს-ში ამბობენ, რომ პაატა პავლიაშვილი ნასვამი იყო და პოლიციის მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია მეზობლებს შორის დაწყებული კონფლიქტის გამო მივიდა. ეზოში პოლიციის გამოჩენისა და ხმაურის შემდეგ მომხდარში გარკვევას პაატა პეტრიაშვილი შეეცადა, რა დროსაც პოლიციამ მისი დაკავება სცადა.

„კურიერს“ მომხდარის დეტალებს მეზობლებს შორის კონფლიქტში მონაწილე გიორგი კოპალიანიც უყვება. ახალგაზრდა მამაკაცი ამბობს, რომ პოლიცია პაატა პეტრიაშვილის დაკავებას მას შემდეგ შეეცდა, როდესაც ადგილზე სიტუაცია უკვე სტაბილური იყო.

მეზობელთან კონფლიქტის გამო საპატრულო ეკიპაჟი ნოდარ შანიძემ გამოიძახა, რომელმაც ვიდეო ინტერვიუ მომხდარის ღამეს შსს-ის წარმომადგენლებს მისცა. ის პოლიციის პოზიციას იზიარებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები