06 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
კატალონიის ლიდერი ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თუ ის ციხეში არ იქნება - ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

კატალონიის ლიდერი, კარლეს პუჩდემონი ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თუ ის ციხეში არ იქნება - ეს განცხადება ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. ესპანეთის პროკურატურა რეგიონის ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევისთვის ბრალდებებს ამზადებს, რომელიც შესაძლოა, დღესვე წაუყენონ.

სეპარატისტების ლიდერი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პოსტიდან გადააყენეს, თუმცა, ის ცენტრალური ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას არ ცნობს.

პარალელურად, ბელგიის მიგრაციის მინისტრმა არ გამორიცხა, რომ პუჩდემონს თავშესაფარი მისცენ, თუმცა, ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, რომ ეს საკითხი არ განიხილება.

შარლ მიშელმა მინისტრს მოუწოდა, თავი შეიკავოს ისეთი განცხადებებისგან, რომელიც ესპანეთში არსებულ დაძაბულობას უფრო გაამწვავებს.

დღის ამბები