18 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
ბიზნესმენის სკანდალური განცხადება - "სალვუს დეველოპმენტის" მფლობელი ისევ დაკითხვაზე იმყოფება

სალვუს დეველოპმენტის მფლობელი, გიორგი სოზაშვილი და კომპანიის თანამშრომლები უკვე სამი საათია, შინაგან საქმეთა სამინსიტროში დაკითხვაზე იმყოფებიან. გამომძიებლები არკვევენ, ნამდვილად ემუქრებოდა თუ არა იარაღით გიორგი სოზაშვილი კომპანიის კლიენტს.

სალვუს დეველოპმენტის დამფუძნებელუ ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

გიორგი სოზაშვილის მტკიცებით, რვა თვეა, ხელისუფლება კომპანიას პრობლემებს უქმნის მიზეზი კი რუსთავი2-ში განთავსებული რეკლამაა. სოზაშვილი ირწმუნება, რომ მას სატელევიზიო არხზე სარეკლამო დროის შეძენის შემდეგ დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ რუსთავი2-თან საქმიანი ურთიერთობა შეეწყვიტა

სამართალდამცველები სალვუს დეველოპმენტის საქმიანობით კომპანიის ოფისში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაინტერესდნენ.

ცენტრალურ ფილიალში გუშინ პროკურორ ბექა ეჟიშვილის ძმა, დავით ეჟიშვილი, მივიდა და განმარტებებს ითხოვდა, თუ რატომ შეჩერდა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ობიექტის მშენებლობა. საუბარი კონფლიქტში გადაიზარდა და ადგილზე პროკურორი ბექა ეჟიშვილი სამართალდამცველებთან ერთად მივიდა.

გადაამეტა თუ არა პროკურორმა ბექა ეჟიშვილმა უფლებამოსილებას, ამ თემაზე მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.  

 

ავტორი: თაკო სურგულაძე 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები